ქალაქში ავტომობილების ხმაურზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა შეიცვალოს, -მთავრობა ახალ ინიციატივაზე მსჯელობს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამის ფედერაციასთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის ზედა ზღვრის 85-დან 100 დეციბალამდე აწევის შესაძლებლობას განიხილავს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება უნდა იყოს დაბალანსებული, რათა ერთის მხრივ გათვალისწინებული იყოს მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება ჭარბ ხმაურზე, ხოლო მეორე მხრივ, ავტომფლობელთა ინტერესები. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, ხმაურის მაქსიმალურ ზღვრად 80 დეციბალი დაწესდა, რომლის აღსრულებასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური აპარატურით ახორციელებს.
რამდენად გამართლებულია ხმაურის ზღვრის 100 დეციბალამდე გაზრდა და რას ნიშნავს ეს ქალაქის მცხოვრებლებისთვის?
სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი;






























