მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხობში, სოფელ ჭალადიდში რძის პროდუქტების მწარმოებელი "ფერმა ბოჩი" დაჯარიმდა - რა დარღვევები გამოავლინა სეს-მა?

რძის პროდუქტების საწარმო

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, კომპანია რძის პროდუქტების მწარმოებელი "ფერმა ბოჩი" დაჯარიმდა და წარმოება შეეზღუდა. სეს-ის ინფორმაციით, კომპანია დარღვევებით ოპერირებდა.

"ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რძის პროდუქტებს აწარმოებდა.

ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები