ხულოში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის და კომუნალური სისტემის სამშენებლო სამუშაოებში 1.4 მლნ ლარი დაიხარჯება.
ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა და გამარჯვებული, რომელმაც სამუშაოები 2025 წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეასრულოს უკვე გამოვლენილია.
2000 წელს დარეგისტრირებული შპს იბერია-ჯ ჯამბულ თავართქილაძეს ეკუთვნის და თავადაა დირექტორიც. კომპანიას 16.6 მლნ ლარის 32 მოგებული ტენდერი აქვს. ასევე 15 გამარტივებული შესყიდვა, რაშიც 10.4 მლნ ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება საცხენოსნო ინფრასტრუქტურის განვითარების შესყიდვას, დოკუმენტაციის მიხედვით, დღეისათვის კვლევების საფუძველზე ვიცით, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი და საშუალოდ მათ რაოდენობა 100-150, მიუხედავად ამისა, ეს ამ დრომდე არ აღიმება სათავგადასავლო ტურიზმის და შემოსავლის წყაროდ.
გარდა ამისა, ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორია ადგილობრივების მიერ არის შერჩეული, ამიტომ საჭიროა ექსპერტების (მათ შორის სერთიფიცირებული მოჯირითე) მიერ ადგილის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში გეოლოგიური კვლევა და არსებული გარემოსთვის ადაპტირებული საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, რომელიც ამ სპორტის სახეობას დააკმაყოფილებს.