მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხონში ჩამოსული ტურისტი, ორ კანიონს ათვალიერებს და მიდის" - რა უშლის ხელს ტურიზმის განვითარებას?

ლადო ჯურხაძე

ხონში, ტურისტული პოტენციალის განვითარებას ხელს გაზიფიცირების პრობლემა უშლის - ამის შესახებ bm.ge-ის ხონის მერმა უთხრა.

ლადო ჯურხაძის თქმით, პრობლემის გარდამტეხი 2025 წელი იქნება.

"საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე იმდენად დიდი გამოწვევა აღარ არის. არა მხოლოდ ხონში, ზოგადად მუნიციპალიტეტებში. თუ სადმე, რამე გზა არის დარჩენილი, ამ გამოწვევის სრულად დაფარვას დაახლოებით ორი წელი სჭირდება.

ჩვენ, უკვე სხვადასხვა გარე ფაქტორებს, როგორიცაა "ენერგოპრო", სამელიორაციო და სხვა კომუნიკაციების გამანაწილებელი კომპანიები, მათთან ვცდილობთ ვიყოთ მუდმივ კოორდინაციაში და ვახერხებთ, რომ გადაწყვეტილებები მივიღო მათთან და კერძო სექტორთან ერთად, რომ ბიზნესს ხელი არ შეეშალოს.

ჩვენს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა გაზიფიცირება. ხონში, გვაქვს ორი კანიონი, [ოკაცე, კინჩხა], რომელიც მონახულების მხრივ მთელი საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილზეა. ასე რომ, ამ კუთხით ძალიან ბევრ ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორს ვიღებთ. ჩვენთან ჩამოსული ტურისტები ჩამოდიან ამ ორ კანიონს ათვალიერებენ და მიდიან, რადგან არ არის საკმარისად განვითარებული სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რისი ხელის შემშლელი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გაზიფიცირების პრობლემაა. თუმცა აქაც, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნიასთან ერთად, ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთან ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ და ვფიქრობ, 2025 წელი ამ მიმართულებით იქნება გარდამტეხი", - განაცხადა ჯურხაძემ bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები