მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხონში წითელი ნუსხით დაცული წაბლის მერქნის მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ხე
25.09.24 10:52
192

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონში, სოფელ გორდში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული 7 კუბური მეტრი წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანს მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ახორციელებდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.

როგორც სააგენტო იტყობინება, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები