მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის ფასი მცირდება - გაიაფდება თუ არა პური?

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი კლებას განაგრძობს. გასულ კვირაში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 2.7%-ით იკლო და 5 დოლარი და 71 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 35%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ფასის კლება მსოფლიოში ხორბლის რეკორდული მოსავლით არის განპირობებული. მოსავალი გაიზარდა, როგორც აშშ-ში, ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, ასევე რუსეთში, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო.

რა გავლენას იქონიებს საერთაშორისო ბაზარზე ფასის შემცირება საქართველოში საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე?

სტუმარი: მალხაზ დოლიძე - საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები