საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო. მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის ზუსტი პროგნოზირებისთვის ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გასული 2023 წლისგან განსხვავებით წლევანდელი მოსავალი ბევრად უკეთესი იქნება. რა მდგომარეობაა დარგში და რა რჩება მთავარ გამოწვევად სექტორის წარმომადგენლებისთვის.