მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორცის ფასი იზრდება - როგორია ფასების დინამიკა;

ხორცის ფასი იზრდება და მოსალოდნელია, რომ პროდუქტი გაზაფხულზე კიდევ უფრო გაძვირდება. მიზეზი ქვეყნიდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მასიური იმპორტია, რამაც დეფიციტი წარმოშვა. ხორცის გაძვირება მოქმედებს ინფლაციაზეც. ნოემბერში სურსათის ფასები 10.3%-ით გაძვირდა, მათ შორის, ხორცის და ხორცპროდუქტების ფასი 6.5%-ით არის გაზრდილი. ამ დროისთვის, ბაზარზე ცოცხალი წონის ფასი 12-13 ლარის ფარგლებშია. ხოლო, სასაკლაოს ფასი 23-24 ლარის ფარგლებში მერყეობს. რა ვითარებაა ხორცის ბაზარზე და როგორია ფასების დინამიკა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები