ქართული აგროსასურსათო სექტორის კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც სტრუქტურული ცვლილებები მოლოდინშია, ხორცის წარმოებაა. სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან და საქართველოში ხორცის მწარმოებელთა პირველი ასოციაცია იქმნება. მისი მიზანია ფერმერების, მწარმოებლების, იმპორტიორების, სავაჭრო ქსელებისა და სხვა მონაწილეების საერთო ინტერესების გაერთიანება, რათა დარგში არსებული გამოწვევები უფრო ეფექტურად გადაიჭრას. რატომ გახდა საჭირო ასეთი გაერთიანება და რა როლი ექნება ახალ ასოციაციას?


































