მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხულოში, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾6 მლნ დაიხარჯება

ხულო
11.05.26 10:31
663

ხულოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 მილიონი ლარით ფინანსდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კმ21-კმ28-ზე მდებარეობს და მდინარე სხალთისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება.

პროექტი გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას და ასფალტის საფარის დაგებას. ასევე, მოეწყობა გვერდულები, კიუვეტები, მიერთებები, საყრდენი კედელი, საგზაო ნიშნები და უსაფრთხოების მარეგულირებლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები