მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხულუტი

ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში" “საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდეობისთვის“ დამფუძნებელმა, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა.

„2023 წელს დავასრულეთ ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია. ჯერ მხოლოდ 2017 წლიდან 2 წლის განმავლობაში რეაბილიტაციისთვის ვიბრძოდით, შემდეგ ჩვენი მონიტორინგით მოხდა ამ უნიკალური ძეგლის როგორც კლდის, ისე ქვის კვლევა, დღეს კი ხულუტის ციხე-დარბაზი არის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც უკვე რეაბილიტირებული სახით თავის ადგილს დაიმკვიდრებს ტურისტულ მარშუტებში,“- აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.

ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაციისთვის სულ მილიონ ლარამდე დაიხარჯა, რომელიც სრულად RMG-ის მიერ დაფინანსდა:"120 000 ლარი მხოლოდ ძეგლისა და ქვის კვლევა დაჯდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 775 000 ლარი, თუმცა შემდეგ ეს თანხა კიდევ გაიზარდა სამშენებლო სამუშაოების გაძვირების გამო,“ - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

ტურისტებისთვის ხულუტის ციხე-დარბაზის დათვალიერება გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდეობისთვის“ 2014 წელს მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს- საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად შეიქმნა და მას შემდეგ საქართველოში კულტურულ მემკვიდროებას და გარემოს იცავს დიდი ბიზნესისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები