8 ნოემბერს ხულუტის ციხე-დარბაზის სამეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ადგილზე რეაბილიტირებული ციხე-სიმაგრის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ხულუტის ციხის აღდგენა-“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” წევრების ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ გადაწყდა. ვინაიდან ძეგლი კომპანია “არემჯის” სამთო-მოპოვებით არეალში მდებარეობს, კომპანიამ მისი რეაბილიტაცია სრულად დააფინანსა. საყდრისის კომიტეტის და არემჯის ერთობლივი ძალისხმევით, დღეს უკვე ძეგლი ტურისტული სანახაობაა და ის სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს ელოდება.