საქართველოდან ხურმის ექსპორტი 2.4 მლნ აშშ დოლარის 3 294 ტონამდე შემცირდა, რაც რაოდენობაში 52.2%, თანხაში 48.1% კლებაა.
მთავარი საექსპორტო ქვეყანა კვლავ რუსეთია. მონაცემები კი ასე ნაწილდება:
- რუსეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარის 1 922 ტონა;
- უკრაინა - 387 ათასი აშშ დოლარის 520 ტონა;
- სომხეთი - 310.4 ათასი აშშ დოლარის 611.8 ტონა;
- ბელარუსი - 80 ათასი აშშ დოლარის 76.3 ტონა;
- მოლდოვა - 43.2ათასი აშშ დოლარის 61.7 ტონა;
- თურქეთი - 38 ათასი აშშ დოლარის 102.7 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, გასული წლის 11 თვეში მაჩვენებელი ნულოვანი იყო, წელს კი საქართველომ 17.7 ათასი აშშ დოლარის 41.1 ტონა ხურმა უზბეკეთიდან და ნიდერლანდებიდან იყიდა.


























