მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხუთი რჩევა ამერიკული კომპანია Lazzara Yachts-სგან, რომელსაც ქართველი გიორგი ჭირაქაძე მართავს

იახტა
BM. GE
02.09.23 22:02
209

ამერიკული კომპანია Lazzara Yachts-ი, რომლის აღმასრულებელი დირექტორი UGT Group-ის პარტნიორი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ქართველი გიორგი ჭირაქაძეა, ცოტა ხნის წინ  BOAT International-ის გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. წამყვანმა გამოცემამ, რომლის პროფილიც სუპერიახტების ინდუსტრიაა, Lazzara Yachts-ს ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში საუბარია ხუთ ძირითად ასპექტზე, რომლებზეც მომხმარებელმა იახტის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოს.

„გამოიყენეთ ძლიერი და გამძლე მასალები, რომლებიც  მთელი ცხოვრება გაძლებენ, უზრუნველყავით ბორტზე სარეზერვო სისტემები, დახვეწილ ინტერიერზე ფოკუსირებისას არ გამოგრჩეთ ინფრასტრუქტურა, აირჩიეთ კინგსტონები, უპირატესობა მყარ მილებს მიანიჭეთ“ - სწორედ ესაა ხუთი ძირითადი რჩევა, რომელსაც Lazzara Yachts-ის გუნდი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, დეივიდ გალანტე და მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების პრეზიდენტი, დენიზ დიდუკი, გიორგი ჭირაქაძესთან ერთად უზიარებენ იახტის მომავალ მფლობელებს.

„საკუთარ ინფრასტრუქტურაში Lazzara ყველაზე თანამედროვე მასალებს იყენებს,“ - ამბობს ჭირაქაძე და დასძენს, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

„ტექნიკური და საინჟინრო ოსტატობის მიღმა, Lazzara-ს სუპერიახტის შთამბეჭდავი შიდა ინტერიერი აქვს. კომპანია ზედმიწევნით ამუშავებს იახტის ინტერიერის თითოეულ ელემენტს, რომელიც სუნთქვის შემკვრელ სივრცეს ქმნის მფლობელისა და სტუმრისთვის. საკვანძო მომენტს წარმოადგენს მაკეტის შექმნა, სადაც რეალური ინტერიერი სრული მასშტაბით დგება, ყოველი მილიმეტრის სიზუსტით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მდიდრული ატმოსფერო მანამდე განიცადოს, ვიდრე იახტაში ჩაშენდება. ასეთი ზედმიწევნითი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თითოეული დეტალი მფლობელის წარმოდგენას იდეალურად შეესაბამება,“ - ნათქვამია სტატიაში.

65-წლიანი კომპანიის ისტორიის თხრობისას, სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ Lazzara-ს არჩევით მომხმარებლები არა მხოლოდ იახტინგის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას იძენენ, არამედ უზრუნველყოფენ გრძელვადიან ინვესტირებას.

ცნობისთვის, ამერიკული კომპანია Lazzara Yachts-ი Euro Marine Group-ის შემადგენელი ბრენდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები