მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხვალ, 14:00 საათიდან ვაჩერებთ Evolution Georgia-ს" - "ლაბორი" განცხადებას ავრცელებს

სს

1 აგვისტოს 14:00 საათიდან ვაჩერებთ Evolution Georgia-ს - ამის შესახებ განცხადებას "ლაბორი" ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, სამართლიანი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე "ევოლუშენს" გააჩერებენ.

"მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia-ს გაფიცულთა მიერ სოლიდარობის ჯაჭვის განხორციელებისას არ გადაამეტოს უფლება-მოსილებას და პროტესტის მონაწილეებს მისცეს პროტესტის თავისუფლად დაფიქსირებისა და გამოხატვის შესაძლებლობა.

იმ შემთხვევაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივად გადაწყვეტს პროტესტის მონაწილეების დაკავებას გაგვიმყარდება ეჭვი იმისა რომ აწარმოე საქართველო-ს ფარგლებში დაწყებული ბიზნესი ევოლუშენ ჯორჯიას სახით კორუფციულ გარიგებებშია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან და მათი მფარველობით მოქმედებენ უპასუხისმგებლოდ და დანაშაულებრივად.

ევოლუშენ ჯორჯიას მიერ დამკვიდრებული შრომის დაბალი სტანდარტები, დამცირება, ბულინგი, სექსისტური, რასისტული და შეურაცხყმყოფელი განცხადებები სწორედაც რომ მათ ხელშეუხებლობაზე და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, ან მათ მიერ გადანაწილებული ბიზნესების მფარველობის მანიშნებელია.

მოვუწოდებთ Evolution Georgia-ს ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც განხორციელებული იქნება კომპანიის მიერ გაფიცულების და დასაქმებულების წინააღმდეგ უკიდურესად მძიმე პასუხებით დაგიბრუნდებათ.

ასევე მოვუწოდებთ დასაქმებულთა იმ მცირე ნაწილს, რომლებიც გაფიცვის პერიოდში გაფიცვის სანაცვლოდ, ან პირადი კეთილდღეობისთვის გაფიცულთა ხარჯზე და მათ ჩასანაცვლებლად მუშაობდნენ დამატებით 20 ლარზე, კვლავ არ იქცეთ კომპანიის ბრმა იარაღად რომელიც მხოლოდ შუღლს, ნიჰილიზმს, უიმედობას და ბოროტებას თესავს დასაქმებულთა შორის.

ნებისმიერი დაპირისპირების მცდელობა აღქმული იქნება ევოლუშენის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად რის გამოც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ევოლუშენ ჯორჯიას და საქართველოს მთავრობა-ს, რომელიც მინიმუმ დუმილით და მაქსიმუმ კომპანიის მფარველობით არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს სამუშაო ადგილებზე და მფარველობს ხარბ და უპასუხისმგებლო ბიზნესს.
ჩვენი პროტესტი იყო, არის და იქნება მშვიდობიანი.

გაფიცვის 21 დღეს გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე, ვაჩერებთ ევოლუშენს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები