ხვალ - 13 დეკემბერს, 14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა იგეგმება.
მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ გაიმართება.
ცნობისთვის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროევროპულ აქციებს ცალ-ცალკეც მართავენ და დარგის პოზიციას თავისი პროტესტით აფიქსირებენ. დღეს, IT/TECH კომუნის, ასევე მუსიკოსების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ხვალ დაგეგმილია HR სპეციალისტების, იურისტების, ასევე ღვინის დარგის წარმომადგენლების აქციაც.