მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხვალ, შენ გახდები უკანონო გარემოს მსხვერპლი..." - რატომ არ უნდა იყოს ბიზნესი ჩუმად?

კუნელაური

კომპანია "ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში ბიზნესი ჩუმად არ უნდა იყოს.

როგორც მან "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა, მიღმა მოქალაქეობრივი ვალისა, არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ქვეყანაში ფუნდამენტურ უფლებებს ემუქრება საფრთხე, დუმილით ბიზნესი მათ შორის საკუთარ სამომავლო საქმიანობას უქმნის საფრთხეს.

"არსებულ მოცემულობაში შენი არ აქტიურობა, სამოქალაქო პოზიციის არ დაფიქსირება ნიშნავს, რომ შენ დოვლათს ვერ შექმნი, ვერ შექმნი იმის გამო, რომ ეკონომიკურ პროცესებში წარმატება ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მიიღწევა. როდესაც თავს რგავ ქვიშაში, ამ დროს ბევრი უკანონობა გაიპარება, ბევრი ისეთი გარიგებები იქნება სახელისუფლებო რგოლებთან დაკავშირებული პირების, რომელიც მთლიანად უკანონო გარემოს შექმნის. შესაბამისად, ხვალ, აუცილებლად, უკვე შენ გახდები ამ უკანონო გარემოს მსხვერპლი და არავინ აღმოჩნდება, რომელიც დაგიცავს.

მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვინც კონფორმისტულად უყურებს, ხვალ, როდესაც შენ დაჩაგვრის ობიექტი აღმოჩნდები, იმ ადამიანების მხარდაჭერას უნდა ელოდოთ, რომლებსაც თქვენ დაუჭირეთ ღიად მხარი, ამიტომ, ძალიან რთული იქნება ის მოითხოვო, რაც შენ არ გაგიკეთებია. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანია, როგორც ემოციურად, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, ასევე სუფთა პრაგმატულად, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ისეთი ტიპის ქვეყნებში, სადაც არა არსებობს გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემები, სადაც ბიუროკრატია ძალიან დიდია, კორუფციის გარეშე ვერ აკეთებ ბიზნესს, კრიმინალი მძლავრობს და ბევრ კითხვაზე პასუხი არ გაქვს და თუ პასუხის ითხოვ ნიშნავს, რომ მტერი ხარ, ასეთ გარემოში კეთილსინდისიერი ბიზნესმენები წარმატებას ვერ აღწევენ",- ამბობს მალხაზ კუნელაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები