მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება - უცნობია, როდის მოიხსნება შეზღუდვა

პარლამენტი

26 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ყვითელი დონის პირობებში, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.


გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები