მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - სამინისტრო

აცრა

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.

bm.ge გთავაზობთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალის ბმულს, სადაც აცრას უფასოდ შეძლებთ: https://ncdc.ge/…

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები