მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში, შესაძლოა, ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადავიდეს - რომანო

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი შემცირდა

სატრანსფერო ექსპერტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ნომერ პირველი სამიზნე იქნება.

ქართველის გუნდის ცვლილებაზე საუბარი სატრანსფერო სეზონთან ერთად კიდევ ერთხელ გააქტიურდა.

"კვარაცხელია იანვარში "ნაპოლის" დატოვების ვარიანტს ნამდვილად განიხილავს. პარი სენ-ჟერმენი მთავარი ფავორიტია და პარტენოპეისთან უშუალო კონტაქტი აქვს. 80 მილიონი ევროს პაკეტი განიხილეს, კვარას წარმომადგენლები კი პსჟ-ს პირადი კონტრაქტის დეტალებზე ესაუბრებიან. მოლაპარაკებები კარგად ვითარდება", - წერს რომანო.

შეგახსენებთ, Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 85 მლნ ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები