მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სერია A-ს ისტორიაში მეორე ყველაზე მოგებიანად დასახელდა

კვარაცხელია ნაპოლი

იტალიური სააგენტოს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას “პარის სენ-ჟერმენში“ გაყიდვით “ნაპოლიმ“ 78 მილიონი ევროს კაპიტალური შემოსავალი მიიღო. სერია A-ს ისტორიაში ამაზე უკეთესი გარიგება მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა და ეს შედეგი კვლავაც “ნაპოლის“ ეკუთვნის. ამის შესახებ იტალიურ სააგენტო Calcio e Finanza-ს გამოქვეყნებული ადგილობრივი საფეხბურთო კლუბების ფინანსებთან დაკავშირებული ანგარიშიდან ირკვევა.

2016/17 წლების სეზონში კლუბმა გონსალო იგუაინი “იუვენტუსს“ მიჰყიდა, სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მისი კაპიტალური მოგება 86 მილიონს გაუტოლდა.

Calcio e Finanza-ს რეიტინგში მესამე ადგილზე “იუვენტუსია“. “ბებერმა ქალბატონმა” პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში“ 105 მილიონ ევროდ გაყიდა და 76-მილიონიანი კაპიტალური შემოსავალი მიიღო.

მეოთხე პოზიციას კვლავ “ნაპოლი“ იკავებს ამჯერად კვარაცხელიას ყოფილი მეწყვილე ვიქტორ ოსიმენის “გალათასარაიში” ტრანსფერით, რომელიც 73 მილიონ ევროს კაპიტალურ მოგებად დაფიქსირდა.

სერია A-ს კლუბების მიერ განხორციელებული შემოსავლიანი ტრანსფერების ათეულში ასევე მოხვდნენ: ზინედინ ზიდანი (“იუვენტუსიდან” “რეალში”, 69,9 მლნ), დუშან ვლაჰოვიჩი (“ფიორენტინადან” “იუვენტუსში”, 68 მლნ ), რომელუ ლუკაკუ (“ინტერიდან” “ჩელსიში”, 66,8 მლნ), ედინსონ კავანი (“ნაპოლიდან” “პსჟ-ში”, 64,4 მლნ), კაკა (“მილანიდან” “რეალში”, 63,7 მლნ) და ჟორჟინიო (“ნაპოლიდან” “ჩელსიში”, 59,7 მლნ).

აღსანიშნავია, რომ იტალიური კლუბების მიერ განხორცეიელებული 10 ყველაზე შემოსავლიანი ტრანსფერიდან 5 სწორედ “ნაპოლის” ეკუთვნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები