კომპანია Kia America აშშ-ში Telluride-ის 201 149 ავტომობილს უკან იხმობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იტყობინება.
გამოცემაზე დაყრდნობით, აშშ-ის ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია (NHTSA) იტყობინება, რომ ავტომობილებში კარის ზოლის მოყოლებული დეკორის ელემენტი შესაძლოა მანქანას მოსცილდეს, რაც უსაფრთხოების რისკებს ქმნის, შესაბამისად, კომპანია ავტომობილებს უკან იწვევს.
Reuters-ის ინფორმაციით, განცხადება ადმინისტრაციამ შაბათს გაავრცელა.




























