მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KIABI აგრძელებს გაფართოებას საერთაშორისო მასშტაბით - ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში

GITEX
12.04.24 09:15
626

KIABI საქართველოშია, წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდის პირველი მაღაზია East Point-ში ვიზიტორებს 20 აპრილიდან ელის.

მაღაზია განთავსებულია 1160მ²-ზე და წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, აქსესუარების, შიდა თეთრეულისა და ფეხსაცმლის უახლესი კოლექციით.

1978 წლიდან KIABI რევოლუციას ახდენს ტანსაცმლის ინდუსტრიაში - პირველი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვით. 2005 წლიდან ბრენდი წარმოდგენილია საერთაშორისო მასშტაბით, ამჟამად უკვე 26 ქვეყანაში 606 ფიზიკური და ონლაინ მაღაზიით. დღესდღეობით KIABI ფრანგული მოდის ფავორიტი ბრენდია 23 მილიონი მომხმარებლისთვის.

KIABI ხდის მოდას ყველასათვის ხელმისაწვდომს - ფასით, ზომებითა და კოლექციების მრავალფეროვნებით. ასევე, ინარჩუნებს ძირითად ღირებულებას: ფრანგული მოდა ხელმისაწვდომ ფასად.

„KIABI არის წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდი და ის უნიკალური კონცეფციით არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მთავარი ღირებულება ხელმისაწვდომი ფასი, თანამედროვე სტილი და ეკომეგობრული პროდუქცია, ონლაინ შოპინგის დიდ გამოცდილებასთან ერთად, ნამდვილად უნიკალურს გვხდის. ჩვენ ვიზრდებით და ვითარდებით, იმისთვის, რომ ვიყოთ ყოველთვის იქ, სადაც ოჯახებია. ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ ყველა ტიპის პარტნიორობა და არხი, რათა ხელმისაწვდომი გავხდეთ რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის. KIABI არის მოდის ინდუსტრიის ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს „გაუადვილოს ცხოვრება ოჯახებს“ თითოეულ ქალაქში ადაპტირებით, მათთვის ეკომეგობრული კოლექციებისა და სერვისების მიწოდებით.” ფრანსუა ჰაიმესი, KIABI საერთაშორისო ლიდერი.

20 აპრილიდან, ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აღმოაჩინოს და შეიძინოს თანამედროვე კოლექცია მთელი ოჯახისთვის, სხეულის ყველა ფორმისთვის და სტილისთვის, ხელმისაწვდომ ფასად.

ბრენდი მათ აუცილებლად შესთავაზებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამას და ონლაინ შოპინგს, ელ.კომერციის პლატფორმა მომხმარებლებისთვის წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი

კიაბის საქართველოში ოპე­რი­რე­ბას უწევს კომ­პა­ნია GTEX, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გენს 7 საერთაშორისო მო­დისა და ავეჯის ინდუსტრიის ბრენ­დს და მარ­თავს 30-ზე მეტ მა­ღა­ზი­ას 2007 წლი­დან.

KIABI-ს შესახებ :
დაარსდა 1978 წელს საფრანგეთის ჩრდილოეთში, KIABI რევოლუციას ახდენს ტანსაცმლის ინდუსტრიაში - პირველი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვით. წარმოდგენილია 26 ქვეყანაში 606 ფილიალით, ბრენდს აქვს 2,2 მილიარდი ევროს გაყიდვები (2023), რაც 1%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. შექმნის დღიდან KIABI ზრუნავს, რომ გაუმარტივოს ოჯახებს ცხოვრება და შესთავაზოს მათ ხელმისაწვდომი ფასი და მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც შექმნილია საფრანგეთში 56 დიზაინერთა გუნდის მიერ. დღესდღეობით, KIABI-ს ჰყავს 83 ეროვნების თითქმის 10,000 თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები