მთავრობის ვებ-გვერდებზე ბოლო 2 კვირაა მასშტაბური კიბერშეტევებია. ამ დროში ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფრასტრუქტურაზე დაახლოებით 10 შეტევა განხორციელდა, რამაც ქსელური ინფრასტრუქტურის პარალიზება გამოიწვია. DNS flooding შეტევის პრევენციისთვის აპარატურულ-პროგრამული უსაფრთხოების შესყიდვისთვის 3.5 მილიონის დახარჯვას გეგმავს და გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. სააგენტო განმარტავს, რომ ამ შეტევებისას ფერხდება ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურებში არსებული სისტემები, რასაც ავტომატურად მოჰყვება სახელმწიფო უწყების სისტემების პარალიზება.