მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერთანამშრომლობის პროგრამა - როგორ ავირიდოთ თავიდან ონლაინ საფრთხე?

გააძლიერე შენი პაროლი, არ გადახვიდე საეჭვო ლინკზე და არავის გაუზიარო შენი პერსონალური ინფორმაცია - ეს ის 3 ძირითადი მიმართულებაა, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამა მოიცავს. 

მისი მიზანი კიბერუსაფრთხოების თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პროგრამის განხორციელება დაიწყო 2022 წელს და გაგრძელდება 3 წელი. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ამ თვალსაზრისით ონლაინ საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების შესახებ; აგრეთვე, მოხდება საზოგადოების ინფორმირება კიბერდანაშაულის ფაქტების შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდა მსხვერპლის როლში, რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ. მხედველობაში გვაქვს ის გზები, რისი საშუალებითაც მოქალაქეები შეძლებენ, კანონიერად დაიცვან თავი და ამხილონ დანაშაული.

სტუმარი: გიორგი იაშვილი - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები