მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი IFCS-ის საიუბილეო, მე-10 წელი

საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით წელს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი IFCS მე-10, საიუბილეო გამოშვებით გაიმართა. IFCS წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის პლატფორმას, რომელიც წლებია აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, წამყვან ექსპერტებსა და ინოვატორებს. ფესტივალის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვისა და სტუდენტებისთვის თანამედროვე ტენდენციების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ინდუსტრიის უახლესი მიდგომების გაზიარება. წელს ფესტივალი განახლებული ფორმატითა და კიდევ უფრო მასშტაბურად დაბრუნდა, სადაც წამყვანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს მონაწილეებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები