მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველომ მე-8 ადგილი დაიკავა

594775cd16fa8
BM.GE
19.06.17 10:54
1094
საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-8 ადგილზეა. აღნიშნულ ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) ადგენს და 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. უახლესი კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე.

"საქართელოსთვის ეს არის უპრეცედენტო შედეგი, როდესაც კიბერუსაფრთხოების ხარისხის ინდექსში ქვეყანა მსოფლიოში მერვე, ევროპაში კი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს. კვლევის ხუთივე ძირითად კომპონენტში - საკანონმდებლლო ბაზა, ტექნიკური მზაობა, ორგანიზაციული მოწყობა, შესაძლებლობების განვითარება და თანამშრომლობისთვის ღიაობა - ჩვენ მაღალი შეფასება მივიღეთ, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოო კოეფიციენტი, რომელიც სიამაყის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება, ვინაიდან წინ კიდევ ბევრი სამუშაოა", - განაცხადა საქართელოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებდა (2014 წლის მონაცემებით). საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა უახლესი რეიტინგის შედგენისას ინდექსის მინიჭების პრინციპი გაართულა და კარგი მაჩვენებლის მისაღებად უფრო მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება გახდა საჭირო, რაც საქართველომ წარმატებით შეასრულა და მე-16 ადგილიდან ერთბაშად მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები