მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კიბოს სკრინინგ ცენტრებით ყველა რეგიონი დაფარულია, გარდა რაჭისა" - რემა ღვამიჩავა

რემა

კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ადრეული სიკვდილიანობის. ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ავადდება კიბოთი, ხოლო 10 მილიონზე მეტი, კიბოს გართულებებით იღუპება. თუმცა, როდესაც საქმე ადრეულ დიაგნოზს ეხება, ციფრები სრულად იცვლება. - ამბობს BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” რემა ღვამიჩავა, “ონკოპრევენციის ცენტრი” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგი - ძუძუს კიბო - მამოგრაფიის საშუალებით. საშვილოსნოს ყელის კიბო - პაპ-ტესტისა და ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ტესტის მეშვეობით. მსხვილი ნაწლავის კიბო - კოლონოსკოპიისა და ფარული სისხლის ტესტით განავალში. პროსტატის კიბო - პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) სისხლში და რექტალური გამოკვლევით.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ: მიზნობრივი კონტინგენტის მონაცემების მიწოდება ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოსთვის, მონაცემთა ბაზების მართვა, წლიური გეგმა-გრაფიკის შემუშავება სკრინინგით მოცვისთვის, მიზნობრივი კონტინგენტის აქტიური მოძიება და მათი სერვისებში ჩართვა, პროტოკოლებისა და გზამკვლევების გამოყენება და საინფორმაციო-საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება მოსახლეობასთან.

2025 წლის 30 აპრილის N12/ნ ბრძანების შესაბამისად დაგეგმილია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსების მოდელები შეიცვლება კონკრეტული ინდიკატორების მიხედვით, მათ შორის კიბოს სკრინინგით მოცვასთან მიმართებაში.

“ონკოპრევენციის ცენტრის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა, გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” ამბობს, რომ სკრინინგ ცენტრების რაოდენობით რეგიონების 90% არის დაფარული.

“ონკოპაციენტების რაოდენობა მთელ მსოფლიოში იმატებს და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. მაგრამ არ გვაქვს დრამატული მატება. ჩვენ თუ ვისაუბრებთ ბოლო წლების მიღწევაზე, ამას აქვს ორი მხარე, ეს არის ფინანსური ხელმისაწვდომობა, რაც ასაკობრივი მიზნობრივი ჯგუფებისთვის სკრინინგი არის 100%-ით დაფარული. მეორე ეს არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ სკრინინგ ცენტრებით რეგიონები დაფარულია გარდა რამდენიმესი. მაგალითად არ არის ხელმისაწვდომი რაჭაში, დანარჩენ ყველა რეგიონში მინიმუმ ერთი ცენტრი მაინც არის,“ - აღნიშნა მან.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები