მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ ერთი ინოვაციური პროგრამა 4Hospitals-თან ერთად უშვილობის პრევენციისთვის

კიდევ ერთი ინოვაციური პროგრამა 4Hospitals-თან ერთად უშვილობის პრევენციისთვის    
27.12.24 10:03
168

სამედიცინო სფეროში თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი ადამიანების ცხოვრებაზე უშუალო გავლენას ახდენს. ინოვაციები, რომლებიც წლების წინ მხოლოდ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს რეალობად იქცა და რთული გამოწვევების გადაჭრას უმარტივებს როგორც ექიმებს, ისე პაციენტებს. მაგრამ ინოვაციები მხოლოდ ტექნოლოგიები არ არის – ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ უკეთესი მომავალი, სადაც ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხელმისაწვდომი და დაცულია.

თანამედროვე ეპოქაში, როცა დემოგრაფიული გამოწვევები მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, სწორედ ტექნოლოგიური მიღწევები და ახალი პროგრამები ხდება იმედის სხივი წყვილებისთვის, რომლებიც მშობლობაზე ოცნებობენ. აჭარაში განხორციელებული ინოვაციური პროგრამა სწორედ ამ იდეას ემსახურება – დაეხმაროს უშვილო წყვილებს რთული გზის გავლაში და მათთვის მშობლობის სიხარული რეალობად აქციოს.

ამ ინიციატივის ფარგლებში კი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ისეთი კომპანიების როლი, როგორიცაა 4Hospitals-ი. კომპანიის მოწოდებაა ინოვაციებსა და ხარისხზე აქცენტირებით , სიახლეების დანერგვით, სამედიცინო სექტორის გააუმჯობესოს, რითაც ის არა მხოლოდ პარტნიორ კლინიკებს, არამედ მთლიანად სამედიცინო სისტემებს აძლიერებს.

უშვილობა საქართველოს ბევრ ოჯახში უდიდესი ემოციური და სოციალური გამოწვევაა. ეს არ არის მხოლოდ პირადი დრამა – ეს საკითხი ეროვნულ დემოგრაფიულ გამოწვევასაც უკავშირდება. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სწორედ ამ პრობლემის შესამცირებლად დაიწყო უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი, ინოვაციური პროგრამა.

წამოწყება ეფუძნება თანამედროვე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს და ხელს უწყობს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სამედიცინო სერვისების განვითარებას. არსებული ინიციატივა იმ ოჯახებისთვის ახალი შანსია, რომლებიც, ჯანმრთელობის სხვადასხვა გამოწვევის მიუხედავად, მშობლობის სიხარულზე ოცნებობენ.

სამედიცინო მომსახურების ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე. სწორედ აქ ჩნდება 4Hospitals-ის როლი. კომპანია პროგრამაში ჩართულ კლინიკებს უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო ავეჯითა და აპარატურით, რაც არამარტო პაციენტებისთვის, არამედ სამედიცინო პერსონალისთვისაც ქმნის ოპტიმალურ პირობებს.

4Hospitals, როგორც წამყვანი კომპანია საქართველოს სამედიცინო სექტორში, 300-ზე მეტ კლინიკასთან თანამშრომლობს და ბაზარზე თავისი პროდუქციის მაღალი ხარისხითა და საიმედოობით არის ცნობილი. აღვნიშნოთ, რომ 4Hospitals-ის პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი აერთიანებს ექვს ძირითად მიმართულებას:

კომპანიის ხედვა არამხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტების მიწოდებას მოიცავს, არამედ ისეთ გარემოს შექმნას, რომელიც საერთაშორისო რეგულაციებს სრულად პასუხობს და პაციენტებზე ზრუნვას ახალ სტანდარტზე აყენებს.

„ჩვენი მისიაა, მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც პირდაპირ აძლიერებს ადამიანების ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხს. ჩვენ გვჯერა, რომ მშობლობის გზა ნებისმიერ წყვილს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი, და მზად ვართ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.“ - ნინო გამყრელიძე, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

პროგრამის ფარგლებში კლინიკები მიიღებენ ისეთ ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია. 4Hospitals-ის მიერ მიწოდებული აპარატურა და ავეჯი არა მხოლოდ კომფორტს, არამედ მუშაობის მაღალ ეფექტურობასაც უზრუნველყოფს.

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური პროგრამა არა მხოლოდ უშვილო წყვილებისთვის გახდება ახალი იმედი, არამედ ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

4Hospitals, როგორც ინოვაციებისა და ხარისხის ლიდერი, ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ის დემოგრაფიულ საკითხებზე ზრუნვას ტექნოლოგიურ მხარდაჭერას აერთიანებს და საქართველოში სამედიცინო მიმართულებით ახალი სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს.

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები