მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კიდევ ერთი სპეცოპერაცია თბილისში - არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები „გრინ ქვინ ჰოტელში“ ტარდება

სს
18.07.25 21:50
6545

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, #36 ნომერში, სადაც სასტუმრო „გრინ ქვინ ჰოტელი“ მდებარეობს, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება დოლიძის ქუჩაზე, #48-ში მდებარე „სტარ აიტის“ აკადემიაშიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული.

Bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნულის შესახებ ვერაფერს გვეტყვიან და როცა რაიმე ინფორმაცია ექნებათ, თავად გაავრცელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები