დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წლის გასვლას ეხმაურება.
განცხადებაში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა მოთხოვნილი.
დიდი ბრიტანეთის, როგორც მედიის თავისუფლების კოალიციის (Media Freedom Coalition) თანათავმჯდომარე ქვეყნის განცხადება ასეთია: "დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.




























