დღეს უკრაინის ქალაქებში აფეთქებები მოხდა. ჯამში რუსეთმა უკრაინის ოთხ ქალაქზე განახორციელა იერიში, მათ შორის კიევსა და ლვოვში. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევში დილით მომხდარ რამდენიმე აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 24 დაშავდა.
ლვოვში მომხდარი აფეთქება ქალაქის მერმა "ტელეგრამის" არხზე დაადასტურა. ანდრეი სადოვი მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლისგან თავშეკავებას ურჩევს, ქალაქში ასევე დაიხურა სკოლები.
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევზე. რამდენიმე აფეთქება ადგილობრივი დროით 08:30-ზე მოხდა.




























