მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კიევის მერმა მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა

5cf76f3c6f3a1
მიშა ხაჩიძე
05.06.19 11:28
1581
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა.

როგორც ვიტალი კლიჩკომ facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, მისი პარტია „Удар“-ი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, ის პარტიის ლიდერად დარჩება, ხოლო სააკაშვილს თავმჯდომარის პოსტს სთავაზობს.

„დღეს ვნახე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომლის პოლიტიკურ ძალასაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში პრობლემებს უქმნიან, ამიტომ მზად ვარ, მას პოლიტიკურად მხარში დავუდგე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირი გააორმაგებს ძალისხმევას, ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებისათვის“, - აცხადებს კიევის მერი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს, მას შემდეგ ჩავიდა, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მას პოროშენკოს მიერ ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები