მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდ-სერტიფიკატებით იქნება დაშვებული

617ae50814852
თამთა ჯიჯავაძე
28.10.21 22:45
1322
უკრაინის დედაქალაქ კიევში ახალი კოვიდ-შეზღუდვები დაწესდა. როგორც ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, 1 ნოემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობას კოვიდ-სერტიფიკატის გარეშე მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ. კერძოდ, მგზავრობას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აცრილია, ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება. კლიჩკოს თქმით, სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მგზავრებს შემთხვევითი პრინციპით შეამოწმებენ. გარდა ამისა, კოვიდ-სერტიფიკატის წარდგენა იქნება საჭირო ისეთ ადგილებზეც, როგორიცაა კინო-თეატრი, ფიტნეს-დარბაზი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში დღიური კოვიდ-შემთხვევების მაჩვენებელი გაიზარდა. ბოლო 24 საათში ახალი 26 071 შემთხვევა დადასტურდა, რაც ამ ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდულია. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, კიევში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

ცნობისთვის, უკრაინაში ჯამში ამ დრომდე 2 851 804 კოვიდ-შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 66 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. მხოლოდ ბოლო 24 საათში 576 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები