მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კიკვიძის პარკის" მოწყობა 2019 წლის ნოემბრის დასაწყისში დასრულდება

5d400c085d4a7
ლიკა გურაბანიძე
30.07.19 14:00
1865
„კიკვიძის პარკის“ მოწყობა 2019 წლის ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. როგორც კახა კალაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, „კიკვიძის პარკის“ რეაბილიტაცია დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჯდება.


„კიკვიძის პარკი ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა. აქ დაახლოებით 7 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო და ამ პროექტის განხორციელება ჩვენი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დავიწყეთ.

დღეის მდგომარეობით მიწის ქვემოთ არსებული სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული. მხედველობაში მაქვს, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, სარწყავი სისტემების მოწესრიგება მთელ პერიმეტრზე. ის სამუშაოები, რაც ყველაზე რთული იყო დასრულებულია.

შემდეგი ეტაპი არის კეთილმოწყობის სამუშაოები, ახალი ხე-ნარგავების დარგვა. დაახლოებით 800 ძირი ხე-მცენარის დარგვა მოხდება. ტერიტორიაზე ძაღლებისთვის სპეციალური სასეირნო სივრცე განთავსდება.

პარკში ასევე მოეწყობა ბავშვების გასართობი სივრცე საფეხბურთო, საკალათბურთო ჩოგბურთის მოედანი და ზიპლაინი. პარკის მოწყობა ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში დასრულდება“ - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები