უკრაინასთან ომში მხარდაჭერა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი ჩარჩო - ეს ის მთავარი საკითხებია, რაზედან ჩრდილოეთ კორეაში ჩასულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისაუბრეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეის ქალაქ ვონსანში ჩავიდა და ქვეყნის ერთპიროვნულ ლიდერს 12 ივლისს შეხვდა. მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ლავროვმა კიმ ჩენ ინს აქამდე გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე დიქტატორულმა სახელმწიფომ პუტინის რეჟიმს 12 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ჩარჩოზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთში სულ მალე 6,000 ჩრდილოეთ კორეელი ინჟინერი და მუშა დასაქმდება.
ლავროვმა და კიმ ჩენ ინმა შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის თანამონაწილეობით განხორციელებული სამხედრო წვრთნები კრიტიკულად შეაფასეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწვენ.




























