მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კიმ ჩენ ინმა ვონსან-კალმას სანაპირო, როგორც ახალი ტურისტული ზონა, საზეიმოდ გახსნა

ჩრდილო კორეა
BM. GE
27.06.25 20:31
475

ჩრდილოეთ კორეა ბოლო წლებია საერთაშორისო იზოლაციის შემცირებას და ამ მიზნით, დაინტერესებულ პირთათვის ტურისტული სერვისების შეთავაზებას აქტიურად ცდილობს. ამჯერად, ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა, კიმ ჩენ ინმა ვონსან-კალმას სანაპირო, როგორც ახალი ტურისტული ზონა საზეიმოდ გახსნა. სანაპირო 4 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოიცავს სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებსა და წყლის პარკს. ქვეყანაში ელიან, რომ ახალი ტურისტული ცენტრი ყოველწლიურად 20,000-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს მოიზიდავს.

სანაპიროს გახსნის ცერემონია 24 ივნისს შედგა და მასში მონაწილეობა თავად კიმ ჩენ ინმა, მისმა ოჯახმა და რუსეთის ელჩმა მიიღეს. დიპლომატის დასწრება ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაზრდილი ურთიერთობების დასტური იყო. ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა სანაპიროს გახსნა და აღნიშნა, რომ ეს მიღწევა კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ადგილობრივებისთვის სანაპირო ოფიციალურად 1-ელ ივნისს გაიხსნება, თუმცა უცნობია, როდის გახდება ის ხელმისაწვდომი საერთაშორისო ტურისტებისთვის. პანდემიის დაწყებამდე, ჩრდილოეთ კორეაში ჩასული ვიზიტორების 90%-ს ჩინეთის მოქალაქეები შეადგენდნენ, თუმცა ვითარების დარეგულირების მიუხედავად, მეზობელი ქვეყნიდან ჯგუფური ტურების ჩატარება კვლავ შეზღუდულია. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყნიდან ტურისტებს შეზღუდული ოდენობით, თუმცა მაინც იღებს ქვეყანა.

ჩრდილოეთ კორეაში ელიან, რომ საერთაშორისო სანქციების ფონზე, ამ ერთ-ერთი გამონაკლისი ლეგალური გზით მაინც მოახერხებენ ეკონომიკაში შემოსავლების გაზრდას და დივერსიფიკაციის გაზრდას. ანალიტიკოსები ნაკლებად ოპტიმისტურად უყურებენ ამ გეგმას, რადგან საერთაშორისო ტურისტების მოზიდვას არსებული პოლიტიკური იზოლაცია და ლოგისტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები ხელს მნიშვნელოვანწილად უშლის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები