მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კინოინდუსტრიისთვის შეღავათებს რუსეთიც აწესებს - "ამ სისტემამ შესამჩნევი ევოლუცია გამოიწვია საქართველოში"

5975f1833af08
BM.GE
29.07.17 17:24
1081
რუსეთი რამდენიმე რეგიონში კინოინდუსტრიისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას აპირებს. რუსული Forbes წერს, რომ 2017 წლის მარტში რუსეთის ორი რეგიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საკუთარი ბიუჯეტის გადახედვა და თანხების გამოყოფა, რომლითაც მათს ტერიტორიაზე ფილმის გადაღების შემთხვევაში კომპანია ხარჯების 20%-ს უკან დაიბრუნებს.

გამოცემა წერს, რომ მიმზიდველი პეიზაჟებითა და საბონუსო სისტემით რუსეთის კონკრეტული რეგიონები უცხოური კინოსტუდიების ყურადღებას მიიპყრობს.

შეღავათების პირველი ბენეფიციარი ფილმი "На районе" გახდება.  პრიმორიეს მხარეში, ვლადივასტოკში ფილმის გადაღებისთვის კომპანია "Марс Медиа" დანახარჯების 20%-ს უკან დაიბრუნებს, რაც დაახლოებით 700 ათასი რუბლი იქნება. როგორც გამოცემა წერს, მხარის ადმინისტრაციას ამ შეღავათებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი რუბლი აქვს გამოყოფილი. 20 მილიონი რუბლი გამოყო საკუთარი ბიუჯეტიდან კალინინგრადმაც.

როგორც რუსული Forbes წერს, მსგავსმა სისტემამ "შესამჩნევი ევოლუცია" გამოიწვია საქართველოში. სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ საშეღავათო სისტემა მეზობელ ქვეყანაში ძალაში 2015 წელს შევიდა.

"უკვე ერთი წლის შემდეგ კოლხიდა ბოლივუდური კინოსაგის გადაღების მოედნად იქცა. მოუტანს თუ არა ფილმს წარმატებას საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია",- წერია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საშეღავათო სისტემა პირველად ძალაში 1990 წელს ამერიკაში, კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით შევიდა. საგადასახადო სისტემის შეღავათებით კანადამ შეძლო რამდენიმე ჰოლივუდური ბლოკბასტერი მიეზიდა და კანადა გადასაღებ მოედნად ექცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები