მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კინომწარმოებლებს ფილმების ექსპორტში დავეხმარებით - მიხეილ ხიდურელი

64352c90670ab
გიგა ბენია
11.04.23 14:18
556
სტატიაში საუბარია:

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტო ქართულ კინომწარმოებლებს კანის კინო ფესტივალზე ფილმების ექსპორტში დაეხმარება. მიხეილ ხიდურელის ცნობით, სააგენტო ორი მიმართულებით იმუშავებს: სრულმეტრაჟიანი ფილმების კანის კინოფესტივალზე ჩვენებასა და მარკეტინგზე.

"კინომწარმოებლებს დღეს ახალი ინიციატივა გავაცანით. ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმებს დავეხმარებით, საერთაშორისო ბაზრებზე მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ. კერძოდ, აღნიშნული აქტივობა გულისხმობს კანის კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებას. მნიშვნელოვანია, ჩვენი მარკეტინგით, ქართულ ფილმებს რეკლამა გავუწიოთ და მათ საერთაშორისო ფილმებთან ერთად თანაბარი წვდომა ჰქონდეთ",- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

კითხვაზე, აქტივობებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მოცულობა რამდენით განისაზღვრა, სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს:

„ზუსტი ბიუჯეტი არ არსებობს, რადგან კანის კინოფესტივალთან მოლაპარაკებები გვაქვს. ამ ეტაპზე დაახლოებით 50-ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა თუ დავინახავთ, რომ პროგრამას შედეგი ექნება, გადავხედავთ. შეიძლება კომპანიებსაც ვთხოვოთ თანამონაწილეობა", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები