მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კინოსტუდიის” ახალი სიცოცხლე

649d487c8b2c4
BM.GE
29.06.23 13:30
3606
"სოდი ინვესტმენტი" მოხარულია განაცხადოს რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის განახლება-განვითარების პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

კინოსტუდიის შენობის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით დაიწყო არქიტექტურული კონკურსის ორგანიზების პროცესი, რომლის მართვის მიზნითაც “სოდი ინვესტმენტმა" მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია „LSG Solutions“ შეარჩია,  რომელსაც საერთაშორისო არქიტექტორებთან და ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

კულტურული და ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე, "სოდი ინვესტმენტმა" მიზნად არქიტექტურული კონკურსის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაისახა. კონკურსის მიზანია კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩეს არქიტექტურული კონცეფცია, რომელიც ჰარმონიაში იქნება დედაქალაქის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური განვითარების პოტენციალთან.

"დარწმუნებული ვართ, რომ ბიზნესის და საზოგადოების წარმომადგენლების სწორი კოლაბორაცით შერჩეული ძველი კინოსტუდიის განვითარების გეგმა მომხიბვლელს და მიმზიდველს გახდის თანამედროვე თბილისის იერსახეს და მისი უნიკალური სულის ორგანული ნაწილი გახდება", - აცხადებენ კომპანიაში.

“სოდი ინვესტმენტმა" და “LSG Solutions”-მა მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან აქტიურად დაიწყეს წინასაკონკურსო მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ყველა საჭირო კვლევის ჩატარებას მოიცავს საკონკურსო პირობების ფორმირებისთვის.

იხილეთ კომპანიის განცხადება

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები