მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კინოთეატრ "რუსთაველის" შენობაში შესაძლოა, კინოს თემატიკაზე შექმნილი სასტუმრო განთავსდეს

5c1baa604e0cc
ნინი ლონგურაშვილი
21.12.18 09:34
1379
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის რეკონსტრუქციაზე განახლებული ესკიზი მომდევნო დღეებში გადაიგზავნება.

როგორც BM.Ge-ისთვის გახდა ცნობილი, სააქციო საზოგადოება კინოთეატრი „რუსთაველი“ მომდევნო კვირის ბოლოს, აღნიშნულ თემაზე საჯარო განხილვას გეგმავს და ექსპერტების ჩართულობისა და მათთან ერთად განხილვის შემდეგ განახლებული ესკიზი თბილისის მერიაში შევა.

შეგახსენებთ: 12 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურში შევიდა განაცხადი ესკიზის შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს „შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“.

„წარმოგიდგენთ რუსთაველის კინოთეატრის რეკონსტრუქციისა და მისი სამომავლო განვითარების კონცეფციას, კერძოდ, ვგეგმავთ შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით, როგორც ინტერიერში, აგრეთვე ექსტერიერში. იგეგმება შენობის არსებული ფასადისა და ინტერიერის რესტავრაცია“, - ვკითხულობთ არქიტექტურის სამსახურში ირაკლი შარაშიძის სახელით შესულ განცხადებაში.

განცხადებაში შარაშიძე მითითებულია, როგორც მთავარი არქიტექტორი/სპეციალისტი.

შარაშიძის თქმით, დამკვეთი შენობის მფლობელია.

განაცხადის ავტორმა თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან უარი მიიღო, თუმცა ისინი კონცეფციაზე მუშაობას აგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები