ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების კიტა და აკაკი ჩხენკელების აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა. არქივი წლების განმავლობაში ინახებოდა შვეიცარიაში.
ჩხენკელების მემკვიდრეობის მფლობელების მარიანა და თომას კრაიერების, ასევე თომას ჰოიზერმანის სურვილითა და შვეიცარიის საელჩოსა და მიხეილ სვიმონიშვილის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა ამ ფასდაუდებელი არქივის სამშობლოში, კერძოდ თსუ-ში დაბრუნება, სადაც მას დეტალურად შეისწავლიან.
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მეცნიერის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ინსტორიის შესწავლაში.

























