ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები ნაწილში სექტორში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილ საბაზრო ფასებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
როგორც BMG-სთან „ტესენ ჯგუფის“ მმართველი დირექტორი აცხადებს, სექტორს შენიშვნები აქვს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რომლითაც მოხდა ტექნიკის ფასების ღირებულება დადგინდა. მისი თქმით,
გიორგი თავართქილაძე აღნიშნავს, რომ მთლიანობაში დარგის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებენ და იმედი აქვთ, რომ დარჩენილი ხარვეზებიც გასწორდება.
“ძირითადი ცვლილებები რაც განხორციელდა საკანონმდებლო და ფასების განახლების მიმართულებით, ამაზე ბევრია ნამუშევარი, ვფიქრობ, ორივე მხრიდან იყო აქტიური ჩართულობა, როგორც პრემიერის ადმინისტრაციის მხრიდან, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტროს და კერძო სექტორის მხრიდან.
რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ არის რაღაც მცირე ნიუანსები და დეტალები დასახვეწი, მათ შორის ერთიანი სტანდარტის შექმნის ნაწილში. ჩვენც ვხვდებით, რომ ეს ასე უცებ შეიძლება ვერ მოგვარდეს და როგორც მინისტრმა დააანონსა, დაახლოებით ორი წელი დასჭირდება იმას, რომ ეროვნული სტანდარტი შეიქმნას, რაც საშუალებას მისცემს უკვე კომპანიებს განსაზღვრული ერთი სტანდარტის და ხარისხის ჭრილში მოექცნენ.
ჩვენი კომპანიის მხრიდან რაც ვნახეთ, ტექნიკის ნაწილზე მეთოდოლოგია აჩენს კითხვას, რა მეთოდოლოგიით მოხდა ტექნიკის ფასების ღირებულების დადგენა. იმიტომ რომ საბაზრო ღირებულება ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ცვეთისა და მისი პირდაპირი დანახარჯების და შემდეგ დარიცხული მოგების ხარჯებთან. იმიტომ რომ ტექნიკის შეძენას თავისი ფინანსური რესურსები სჭირდება, რაც ლიზინგის კუთხით გარკვეულ ფულის ღირებულებასაც მოიცავს. ზოგადად, თუ მეთოდოლოგიაზე ვსაუბრობთ საბაზრო ღირებულებაზე, მაშინ ბაზარზე არსებული ფასებით უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა და არა რაღაც „სნიპებით“ და ნორმებით გამოყვანილი ერთეულის ღირებულებები.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ როგორც ვიცი, ტექნიკების საბაზრო ფასები განსაზღვრა, თუმცა მგონია, მისი მეთოდოლოგია სწორია არაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამდენ ცვლილებაში, რომ სულ ორი-სამი კითხვა არის, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეს, საკმაოდ პოზიტიურ განწყობას ქმნის და იმის მოტივაციას, რომ ეს საკითხებიც ალბათ მოგვარდება. მთავარია, რომ პოლიტიკური ნებაა და სურვილი, რომ ეს ყველაფერი ისეთ ჩარჩოში მოექცეს, რომ ორივე მხარე იყოს მაქსიმალურად დაცული და დაზღვეული იმისგან, რომ პროექტმა წარუმატებლობა არ განიცადოს”, - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.




























