მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კითხვა - როდის დაიკლებს ფასები, არასწორი ფორმულირებაა|დავით სონღულაშვილი

ირაკლი კობახიძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით კომისიას შეფასებები და გადაწყვეტილებები მაისის დასაწყისში ექნება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, როდის დაიკლებს ფასები, მინისტრი ამბობს, რომ კითხვის ასეთი ფორმულირება არასწორია.

"კითხვა, როდის დაიკლებს ფასები, არასწორი ფორმულირება არის. ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა განცხადება. კომისია ასრულებს მუშაობას აპრილის ბოლოს, შესაბამისად, მაისის პირველივე რიცხვებში იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული ყველა კომენტარი. დაელოდეთ მაისის დასაწყისს.

დასაწყისშივე გვქონდა გაცხადებული, რომ კომისია ეფექტურობის შესწავლაზე მუშაობს. შესაბამისად, თუ შეიძლება დაველოდოთ კომისიის მუშაობის დასრულებას. მაისის ალბათ, დასაწყისშივე, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები და შეფასებები გაკეთდება",- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები