მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კითხვა ჩნდება, - ეს ფული რომ ეკონომიკაში ჩაბრუნდება, ლარზე როგორ აისახება?"

5bf278bfafc10
თამუნა დემეტრაშვილი
19.11.18 12:46
2764
"თანხა, რომელიც უნდა დაიფაროს ლარშია, ეს ფული რომ ეკონომიკაში ჩაბრუნდება, ლარზე როგორ აისახება?- ეს კითხვაც ჩნდება. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. წინასაარჩევნოდ მომგებიანი თემაა და შეიძლება ბევრი არც ჩაუღრმავდეს ეკონომიკურ ეფექტს, თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეკონომიკური", - აცხადებს bm.ge-სთან საუბრისას "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.
მისი ვარაუდით, თუკი სესხები დაიფარება და ეს ფული ბანკების ანგარიშებზე მოხვდება, ეროვნულ ბანკს საბანკო სისტემის მარეგულირებელი ნორმატივების შეცვლაც შეიძლება დასჭირდეს.

"თუ ეს ფული ანგარიშებზე გაჩერდება, მაშინ სარეზერვო მოთხოვნების შეცვლა მოუწევს ეროვნულ ბანკს. ბიძინა ივანიშვილი თავისი ჯიბიდან გადაიხდის ამ ფულს? ვერ გავიგე? ვიღაცამ ხომ უნდა შეიტანოს ფული ბანკებში. მილიარდ ნახევარი რომ ეკონომიკაში ჩატრიალდება, ფულის მასას არ გაზრდის? საკრედიტო პორთფელის გაზრდა არ მოუწევთ ბანკებს? თანაც იმ ფონზე რომ ეროვნული ბანკი სესხებზე რეგულაციებს აწესებს. ერთი მხრივ რეგულაციები შემოდის და მეორე მხრივ მათ, ვისაც ჰქონდა სესხი - ვპატიობთ, მინიმუმ უცნაურია", - აცხადებს კეპულაძე.

მისი შეფასებით, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი სესხების გადახდის დემოტივაციაა, რამაც შესაძლოა საფინანსო სისტემის საფუძველი შეარყიოს.

"საფინანსო სისტემის საფუძველია, რომ თუ ადამიანი იღებს სესხს, მას აუცილებლად უკან აბრუნებს. თუ ადამიანების დიდი ნაწილს ექნებათ იმედი, რომ მათ ამ თანხას ოდესმე ვინმე გადაუხდის, ფონდი "ქართუ“ თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა, - რატომ გადაიხდის?! მაგალითად, მე თუ ავიღებ 1000 ლარიან სესხს იანვარში, რატომ მექნება მოტივაცია გადავიხადო?! თუკი იმედი მექნება, რომ შემდეგ, რომელიმე არჩევნებზე ჩამომაწერენ ამ ვალს. ამან შეიძლება პრობლემა შექმნას საფინანსო სისტემაში", - განაცხადა კეპულაძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები