საქართველოდან კივის ექსპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის 11 თვეში ჯამში ექსპორტირებულია თითქმის 1 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქტი, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 147 ათასი დოლარის ღირებულების კივი გაიტანა ქვეყანამ ექსპორტზე. ქართული კივისთვის მთავარი გასაღების ბაზარი იაპონიაა. მიმდინარე წელს აღნიშნულ ქვეყანაში 800 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის მცირე მოცულობა მოდის სომხეთისა და რუსეთის ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ 973 ათასი დოლარიდან 164 ათასი დოლარი რეექსპორტზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით ექსპორტი გაზრდილია, დარგობრივი ასოციაცია აცხადებს, რომ წელს მოსავალი რაოდენობაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება გასული წლისას, თუმცა ხილის ხარისხობრივი მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. გამოწვევებს შორის სახელდება იმპორტირებულ პროდუქტთან არათანაბარი კონკურენცია. რა სჭირდება კივის კულტურის განვითარებას ქვეყანაში, რა ღირს ქართული კივი საექსპორტო ბაზრებზე და რატომ ვერ უწევენ ფერმერები კონკურენციას იმპორტირებულს?
სტუმარი: დემურ ფიფია - კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;