იაპონური Lexus-ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – KIWAMI, არსებობის 7 წლის განმავლობაში, ლექსუს თბილისმა რიგით მეოთხედ მოიპოვა!
ცნობილია, რომ Lexus-ი მხოლოდ ავტომობილი არ არის – ეს ცხოვრების სტილი და ხარისხის უმაღლესი სტანდარტია. იაპონური კომპანია, KIWAMI ჯილდოს ყოველწლიურად ევროპის მხოლოდ რამდენიმე გამორჩეულ სადილეროს გადასცემს. წელსაც, ლექსუს თბილისმა, 340 ოფიციალურ სადილეროს შორის შეძლო გამორჩეული შედეგის დაფიქსირება და უმაღლესი ხარისხის მომსახურების დამადასტურებელი ჯილდოს მოპოვება.
ამ ჯილდოს ის გამორჩეული სადილეროები იღებენ, რომლებიც მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით, ზედმიწევნით ახერხებენ Lexus-ის ფილოსოფიის დანერგვას, რომელიც მუდმივად სრულყოფილებისკენ ისწრაფვის.
ლექსუს თბილისის დირექტორის, შალვა ციხელაშვილის განცხადებით, KIWAMI მხოლოდ ჯილდო არ არის, ეს არის იმ ნდობის აღიარება, რომელსაც იაპონური გიგანტი ქართულ წარმომადგენლობას უცხადებს.
„KIWAMI ჩვენთვის მხოლოდ ჯილდო არ არის – ეს არის ის ნდობა, რომელსაც Lexus-ი, როგორც ბრენდი, თბილისის გუნდს ყოველდღიურად გვიცხადებს. ფაქტი, რომ ეს ჯილდო საქართველოში უკვე მეოთხედ ჩამოვიტანეთ, ადასტურებს ჩვენი თითოეული თანამშრომლის უდიდეს ყურადღებას ყოველი დეტალის მიმართ, მომხმარებლების მოლოდინების წინასწარ განჭვრეტას და ბრენდის ერთგულებისათვის გულწრფელი მადლიერების გამოხატვას. სიტყვა KIWAMI იაპონურად მწვერვალს ნიშნავს - მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მზად არის, ყველა მწვერვალის დასაპყრობად; ხოლო ჩვენი მთავარი ჯილდო ბედნიერი მომხმარებელია”. – ამბობს შალვა ციხელაშვილი.

ლექსუს თბილისი 7 წელია არსებობს და ის მუდმივად ცდილობს მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნას, რომელიც სცდება სტანდარტებს. აქ ყოველი სტუმარი ისეა დაფასებული, როგორც ამას იაპონური სტუმართმოყვარეობის, Omotenashi-ის ფილოსოფია მოითხოვს.
„KIWAMI ჯილდო ჩვენი პარტნიორების მონდომებისა და ერთგულების დასტურს წარმოადგენს. თითოეულმა გამარჯვებულმა სადილერომ აჩვენა არა მხოლოდ გამორჩეული ბიზნესშედეგები, არამედ ერთგულება იმ უნიკალური სტუმარმასპინძლობის მიმართ, რაც Lexus-ის ბრენდს განსაზღვრავს“. – აცხადებს Lexus Europe-ის ხელმძღვანელი, ანდრე შმიდტი.
„ლექსუსის ფილოსოფია ყოველდღიურ სრულყოფას ეფუძნება, რასაც თბილისის შოურუმის ყოველი სტუმარი თითოეული ვიზიტისას იგრძნობს. ლექსუს თბილისის გუნდის თითოეული წევრი შოურუმში მოსულ ვიზიტორს ისე მასპინძლობს, როგორც ოჯახში საკუთარ სტუმარს. სწორედ ჩვენი თანამშრომლების სურვილის, შრომისა და მონდომების შედეგია ის, რომ დღეს ამ დიდ გამარჯვებას ერთად აღვნიშნავთ“. – ამბობს შალვა ციხელაშვილი.
ლექსუს თბილისი განაგრძობს მომხმარებლებისთვის უნიკალური და სრულყოფილი გამოცდილების შეთავაზებას, Lexus-ის ფილოსოფიის კვალდაკვალ.
„ჩვენი მიზანია, რომ თბილისის შოურუმის ყოველი ვიზიტი ისეთივე განსაკუთრებული იყოს, როგორიც თავად Lexus-ის ავტომობილის ფლობაა. მიზნად ვისახავთ, რომ ეს საპატიო ჯილდო მომავალ წელსაც მოვიპოვოთ“. – აცხადებს ლექსუს თბილისის დირექტორი, შალვა ციხელაშვილი.





























