მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კლებულობს თუ მატულობს რკინიგზის მოგება

5a3a366da2523
BM.GE
20.12.17 14:02
1299
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლების საკითხს ფინანსთა მინისტრსა და დეპუტატ რომან გოცირიძეს შორის შელაპარაკება მოჰყვა. უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის მოგება და ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მცირდება, ამასთან უარესდება სახელმწიფო კომპანიის რეიტინგებიც.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ რკინიგზის ბონდების ფასი ბირჟაზე ხან ზევით ადის, ხან ქვევით და ეს არაფრის მაჩვენებელი არაა. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ექსტრაორდინალური კითხვები, მათ შორის გაივლიდა თუ არა ორსართულიანი მატარებელი გვირაბში, - თუმცა მსგავსს თუ მოვისმენდი არ მეგონა“ - ასე უპასუხა რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ რომან გოცირიძის დასმულ კითხვას რკინიგზის ფინანსურ მონაცემეთან დაკავშირებით. ბახტაძე ამბობს, რომ 2015-2015 და 2016 წლები საქართველოს რკინიგზისთვის საუკეთესო იყო.

„მაგალითად Google-ის და Yahoo-ს ფასიანი ქაღალდების ფასიც ადის ზევით და ჩამოდის ქვევით; იცვლება საქართველოს რკინიგზის ბონდების ფასიც.

ერთადერთი დიდი ეკონომიკა ვისაც საფონდო ბირჟის არ სჯეროდა იყო საბჭოთა კავშირი. თუ ნოსტალგია გაქვთ საბჭოთა კავშირის შეგიძლიათ სხვა სიტყვებით გვთხრათ. მთავარია ინვესტორი რას ფიქრობს, როდესაც ფასიან ქაღალდებში დებს ფულს და ინვესტორი ამბობს რომ საქართველოს კინიგზა არის წარმატებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზას საუკეთესო ფინანსური შედეგები აქვს, რომან გოცირიძე ტყუილს უწოდებს.

„ყველა ინფორმაცია რაც მოიყვანეთ იყო არასწორი. 5 წელია ზედიზედ კლებულობს საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება“, - ამბობს რომან გოცირიძე.

2017 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 8%-ით შემცირდა. ამასთან, წლის პირველ 9 თვეში სახელმწიფო კომპანიის შემოსავლები წლიურად 6%-ით შემცირდა.

მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 108 მილიონი ლარი შეადგინა, წლის პირველ 9 თვეში კი 303 მილიონი. შედარებისთვის, გასული წლის 9 თვეში რკინიგზის შემოსავლები 323 მილიონს შეადგენდა.

2016 წელს წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიის მთლიანი შემოსავლები 23%-ით შემცირდა. 

წლის 9 თვეში სატვრთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი 22,7 მლნ ლარით არის შემცირებული. თუკი გასული წლის 9 თვეში რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვებით 218 მლნ ლარის მოგება მიიღო, წელს ეს მაჩვენებელი 195 მილიონამდე შემცირდა.

წელს რკინიგზას რეიტინგი ორმა სარეიტინგო სააგენტომ S&P-მ და Fitch-მია მიანიჭა. სარეიტინგო სააგენტომ S&P საქართველოს რკინიგზის რეიტინგი შეამცირა. სააგენტომ საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B+ დონეზე პროგნოზით "ნეგატიური" დაადასტურა.

სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გასულ წელსაც შეამცირა. აქამდე საქართველოს რკინიგზის პროგნოზი "სტაბილური" იყო. Fitch-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი B+ დონეზე პროგნოზით სტაბილური დაუდასტურა.

რეიტინგის დადატურების ერთ-ერთ მიზეზად სააგენტო საქართველოს რკინიგზის სახელმწიფოსთან კავშირს ასახელებს, - საქართველოს რკინიგზა სრულად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა.

Fitch აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის მონოპოლიური მდგომარეობა როგორც წესი არ იწვევს მის მონიტორინგს ან დამატებით რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან.

საშუალოვადიან პერიოდში სააგენტო საქართველოს რინიგზის სტატუსის შეცვლას არ ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები