მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Klein Vision-მა $1 მილიონად მფრინავი ავტომობილის გაყიდვა დაიწყო

aircar

სლოვაკეთში დაფუძნებულმა სტარტაპმა, Klein Vision-მა მფრინავი ავტომობილის, AirCar-ის გაყიდვა დაიწყო, რომლის ფასი დაახლოებით $1 მილიონს შეადგენს და ის ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება.

როგორც ცნობილია, ავტომობილს აქვს როგორც ქალაქის გზებზე გადაადგილების, ასევე ფრენის უფლება, თუმცა უშუალოდ ამ შესაძლებლობით სარგებლობისათვის აუცილებელია როგორც მართვის მოწმობის, ასევე პილოტის ლიცენზიის ქონა.

ეს ექსპერიმენტული ავტომობილი 800 კილოგრამს იწონის, თუმცა მისი სიგრძე კოლოსალურ 5.8 მეტრს აღწევს, რაც ფრთების, კუდის და პროპელერის არსებობით არის განპირობებული. როდესაც ფრთხები დაკეცილია, მაშინ ავტომობილის სიგანე 2 მეტრს შეადგენს, თუმცა გაშლილ მდგომარეობაში ის 8.2 მეტრს აღწევს, ანუ ამ რეჟიმში მისი გზებზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.

მწარმოებლის მტკიცებით, სრული ავზით AirCar-ს 1,000 კილომეტრის მანძილზე შეუძლია ფრენა და მისი მაქსიმალური სიჩქარე ჰაერში ყოფნისას 250 კმ/სთ-ს აღწევს.

კონკურენტებისგან განსხვავებით, AirCar-ს არ აქვს ელექტრონული მოტორი და ის 340 ცხენის ძალის მქონე ბენზინის ძრავით არის აღჭურვილი, რაც მის სიმსუბუქეს და უკეთეს საფრენ მანძილს განაპირობებს.

ამბიციური დიზაინის და შესაძლებლობების მიუხედავად, $1-მილიონიანი AirCar-ის შეძენის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები