მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიოში ყავის დეფიციტს პროგნოზირებენ

57c92c9cd970c
BM.GE
02.09.16 11:31
1203
კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიოში ყავის დეფიციტს პროგნოზირებენ. კლიმატის ინსტიტუტზე დაყრდნობით, Telegraph წერს, რომ 2080 წელს მსოფლიოში ყავა შესაძლოა გადაშენდეს.

გამოცემის ინფორმაციით, 2050 წლისთვის, ყავის პლანტაციების 50% მოსავალს ვეღარ მიიღებს, უახლოეს 70 წელიწადში კი ყავის ისეთი სახეობები, როგორიც არაბიკაა, შესაძლოა გაქრეს.

გამოცემა წერს, რომ უახლოეს წლებში ყავის ფასი მოიმატებს, მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა კი სადაც ყავის ინდუსტრიაა განვითარებული სამუშაო ადგილებს დაკარგავს.
2012 წელს ცენტრალურ ამერიკაში ყავის ინდუსტრიამ 500 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები